მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20%-ით მეტია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 45 543 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 44% ევროპის 38 % კი - ამერიკის რეგიონში გამოვლინდა.
დაინფიცირების ყველაზე მეტი 4.6 მილიონი ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, 2 მილიონი შემთხვევით, მესამე ადგილზეა ინდოეთი. მათ მოჰყვებიან იტალია და გაერთიანებული სამეფო.