ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების „რეგენერონის“ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის რეკომენდაცია გასცა. მედიის ინფორმაციით, „რეგენერონის“ გამოყენების რეკომენდაცია გაიცა იმ ინფიცირებულებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან და ასევე მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ბუნებრივი ანტისხეულები არ აქვთ. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა „რეგენერონის“ გადაუდებელი გამოყენების ნებართვა შარშან გასცა, გაერთიანებულმა სამეფომ მისი გამოყენება გასულ თვეში დაამტკიცა, ევროპა კი ჯერჯერობით თერაპიის განხილვის პროცესშია.