ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, კორონავირუსის სამკურნალოდ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ.
"როგორც იცით, ჯერ არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ", - ამის შესახებ ჯანდაცვის ომსოფლიო რგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსმა ოფიცრმა, კატერინ სმოლვუდიმ ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) კლინიკური კვლევებიდან დროებით ამოღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება სიფრთხილისთვის მიიღო და ის ძალაში დარჩება იქამდე ვიდრე არ გადამოწმდება დეტალური ინფორმაცია და მონაცემები უსაფრთხოების კონტექსტში იმ პაციენტების შემთხვევაში, ვინც ამ მედიკამენტს კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებდა.