ჯანმო - გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა - Palitra News

ჯანმო - გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა

2021-03-03 09:59:21+04:00

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ევროპასა და ამერიკაში.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა აშშ-ში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ინდოეთში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 63 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.