კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირას 16%-ით შემცირდა,- ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მათი თქმით, გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების 2.7 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს 81 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ზედიზედ მეხუთე კვირაა მცირდება. მისი თქმით, გასულ კვირას, იანვრის დასაწყისთან შეადრებით ინფიცირებულების რაოდენობა თითქმის განახევრდა.
”ეს გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები მუშაობს. ახლა მთავარია, როგორ ვუპასუხებთ ამ ტენდენციას. ხანძარი არ ჩამქრალა, მაგრამ მისი ზომა შევამცირეთ. თუ ჩვენ რომელიმე ფრონტზე მასთან ბრძოლას შევაჩერებთ, ის უკან დაბრუნდება,“ - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.