11:14
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯანმო - დაბალი შემოსავლის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები იწურება
22-06-2021

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „კოვაქსის“ სქემის საშუალებით ღებულობენ, პროგრამის გასაგრძელებლად საჭირო დოზები არ აქვთ, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ჯანმოს უფროსი მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის თქმით, კოვაქსის პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინების 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, მაგრამ ეს მოსახლეობის ვირუსისგან დასაცავად საკმარისი არ არის.

"თუ ჩვენ გადავხედავთ იმას, რასაც ქვეყნებიდან ყოველდღიურად ვისმენთ, ნახევარზე მეტს მარაგი ამოეწურა და ვაქცინას ითხოვს," - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

„კოვაქსის“ თავდაპირველი მიზანი ქვეყნებისთვის, 2021 წლის ბოლოსთვის, ვაქცინების ორი მილიარდი დოზის მოწოდება იყო. თუმცა, ვაქცინების განაწილების პროცესს ხელი შეუშალა წარმოებისა და მიწოდების შეფერხებამ, რამაც გამოიწვია დეფიციტი იმ ქვეყნებში, რომლებიც მთლიანად „კოვაქსზე“ არიან დამოკიდებული.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის მიმდინარე წოლის ბოლომდე ვაქცინების 1 მილიარდამდე დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის.

AutoPlay
განათლების სამინისტროს 10 წლიანი საქმოქმედო გეგმა
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 3 აგვისტოდან დაიწყება
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები