დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ჩემი აზრით, არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში დღეს განუცხადა.როგორც ბუკიკიომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს.