იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და ამ დროისთვის არსებულ ვითარებას „შუალედურ გამარჯვებას“ უწოდებს. მისივე თქმით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაა მნიშვნელოვანი რათა განახლებულ სიაში არ აღმოჩნდნენ კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან პირადად მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატთა სია რა ფორმითაც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, იმ ფორმით აღარ გავა. ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შესარჩევად პარლამენტს რამდენიმე პრინციპს სთავაზობს.