ჯანდაცვის უწყებას ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს - დავით სერგეენკო საქმიანობას პრემიერის მრჩევლის პოსტზე გააგრძელებს - Palitra News

ჯანდაცვის უწყებას ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს - დავით სერგეენკო საქმიანობას პრემიერის მრჩევლის პოსტზე გააგრძელებს

2019-06-18 14:26:21+04:00

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა დავით სერგეენკოს 7 წლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი მინისტრობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

დავით სერგეენკოს თქმით კი თანამდებობის დატოვება მისი იდეაა იყო და მანვე შესთავაზა ეს პერსპექტივა პრემიერ მინისტრს, მისივე თქმით ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა ასევე თავად შესთავაზა პრემიერს.