08:43
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელობის განცხადებით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი "ომიკრონისთვის" მზად არის
15-01-2022

ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია განმარტავს, მობილიზებულია 8 ათასამდე საწოლი და დღეისთვის მოქმედ 62 ონლაინკლინიკას მომდევნო კვირიდან კიდევ 40 დაემატება.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრიდან გამოსული ექსპერტები კი ამბობენ, რომ ყველა ადამიანმა უნდა დაიჭიროს წინასწარ თადარიგი და დადგეს ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე,
ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება მომავალში ექიმთან კომუნიკაციის აწყობა.
ამასთან, როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა", „ბეტა" თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღესვე 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი" . მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინის ბუსტერდოზის გაკეთებაშია. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინირებულია 100 ათასი ადამიანი, რაც საკმარისი არ არის.

AutoPlay
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტს პატიმრობა შეუფარდეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გაერთიანებული სამეფო და აშშ რუსეთის SWIFT გლობალური გადახდის სისტემიდან გამოთიშვის იდეას განიხილავენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
აშშ-ის ელჩი - ვამაყობთ, რომ 30-წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ლონდონის პოლიციამ დაუნინგ სთრითზე გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების სიაში შეიყვანა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
"ფაიზერმა" და "ბიონტექმა" "ომიკრონ" შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები