ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მანამდე იქნებიან სამინისტროს შენობასთან , სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ისინი ასევე მოითხოვენ ჯანდაცვის მინისტრთან ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. აქციის მონაწილეების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შენიბაში იმყოფება, სადაც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.