ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე 14 დღეა, დევნილების პროტესტი გრძელდება. მათ შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი ჯანდაცვის სამინისტროს შენობას არ ტოვებენ. ჯანდაცვის სამინსტროში მყოფი დევნილების განცხადებით, თუ არცერთი უწყების წარმომადგენელი მათთან შესახვედრად არ გამოჩნდება ისინი შიმშილობას დაიწყებენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ამ დროისთვის უცვლელი რჩება, ისინი თავშესაფრით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.