ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც დევნილების აქცია მიმდინარეობს, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის მინისტრს ერთ საათიანი ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ კი სამინისტროში შესვლა სცადეს, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აფხაზეთიდან დევნილები სამინისტროსგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, "ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესო შენგელიას განცხადებით, მინისტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს, ამიტომ უნდა გადადგეს.