ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეებმა შრომითი უსაფრთხოების პირობები გააპროტესტეს - Palitra News

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეებმა შრომითი უსაფრთხოების პირობები გააპროტესტეს

2019-07-19 16:14:16+04:00

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოში არსებული შრომითი უსაფრთხოების პირობები გააპროტესტეს. ისინი ჯანდაცვის მინისტრისგან მოითხოვენ, ყურადღება მიაქციოს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ინტერესდებიან თუ რა ხედვები აქვს ახალ მინისტრს ამ მიმართულებებით.