ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის მიმდინარეობაზე იმსჯელებენ.
დამატებითი ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილეს, შეხვედრის დასრულებისას გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა და ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.