ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც იმ ჯგუფებს განსაზღვრავენ, რომლებიც „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინით აიცრებიან.
არსებული ინფორმაციით, საბჭოზე გადაიხედება "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხებიც. იმუნიზაციის საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. „სინოფარმით“ ვაქცინაცია კი ქვეყანაში 4 მაისს დაიწყება. „ ასტრაზენეკას“ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა კი, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ.