ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის შესახებ დადგენილი წესების შესრულება სავალდებულოა და ის მაქსიმალური სიზუსტით უნდა შესრულდეს. მისი თქმით, დაკრძალვისი წესის სრული გაიდლაინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციამ გამოაქვეყნა და ქართულმა მხარემ აღნიშნული პროტოკოლით იხელმძღვანელა.
შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის კონკრეტული ღონისძიებები.