ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შრომის ინსპექციასთან ერთად 76 კომპანია შემოწმდა, მათგან 40-ს საქმიანობა ჰქონდა შეჩერებული.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 40-დან 26-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა, 14-ს კი ხარვეზები დაუდგინდა და მათ გამოსასწორებლად დრო მიეცა. მისივე თქმით, სამინისტროს აქვს გარკვეული პრიორიტეტები, თუ რომელ ბიზნესს შეამოწმებს უფრო ადრე.