საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სტატისტიკური მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით კეთილსაიმედოა.
რაც შეეხება კორონა ვირუსს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსი დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისივე თქმით, 2-3 პაციენტი მუდმივად რჩება დაკვირვების ქვეშ, სანამ ვირუსის შესაძლო შემთხვევა გამოირიცხება.
ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პრევენციის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები ტარდება.