ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ით უკვე 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი და სარგებლობს STOP COVID-ით. მათივე ცნობით ინფიცირების დადასტურების ბოლო შემთხვევა აპლიკაციის საშუალებით 7 ივნისს გამოვლინდა.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ. მის გამოყენებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ეკონომიკის გახსნის პერიოდში ენიჭება, რადგან იზრდება ადამიანთა გადაადგილებისა და კონტაქტების რაოდენობა.