ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა - Palitra News

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა

2019-08-19 12:57:19+04:00

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელ ზაალ კაპანაძის გაანცხადებით სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ზოგიერთ ექიმს სერთიფიკატი არ ჰქონდა და ისე მუშაობდა.

როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგი 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემოწმდა 95 კლინიკა, ხოლო 38 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა.

ამასთან, როგორც ზაალ კაპანაძემ განმარტა, დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ამ ეტაპზე შედარებით მეტად გამოიკვეთა.