ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა.
კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაციისას შესაბამისი ფასი გამოიყენონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირბადეების დეფიციტია. კომპანია "ავერსი" მის სააფთიაქო ქსელში პირბადის დეფიციტის ფაქტს უარყოფს, "პსპ"-ში კი აცხადებენ, რომ პირბადე ამ ეტაპზე აქვთ, თუმცა "მარაგი ამოწურვადია". ფარმაცევტული კომპანიები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირბადეების ფასმა მოიმატა.