ჯანდაცვის სამინისტრო - იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ კლების ტენდენცია შეინიშნება - Palitra News

ჯანდაცვის სამინისტრო - იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ კლების ტენდენცია შეინიშნება

2019-01-14 13:57:15+04:00

იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, მეორე კვირაში ეპიდსიტუაციის მხრივ შეინიშნება კლების ტენდენცია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა. ლაგვილავამ აღნიშნა, რომ შემცირდა როგორც მიმართვიანობა, ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციები.