
20-21 ივნისის აქციის შედეგად დაშავებულთა კომპენსაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი მეთოდოლოგია აქვს შემუშავებული.
როგორც "პალიტრანიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მიმდინარე საგამოძიებო პროცესების დასრულებაზე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე საკითხის გადაწყვეტა და მათ შორის, იმაზე საუბარი თუ 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებულ რამდენ ადამიანს გადაუხდის სახელმწიფო კომპენსაციას, შეუძლებელია.





