ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.საუბარია ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge. როგორც უწყებაში განმარტავენ, ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული. „დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე. შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505“, - ნათქვამია უწყევბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.