ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად მოსახლეობამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, როგორიცაა ხელების ხშირად დაბანა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბით სიარული და მოგზაურობის შეზღუდვა იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, მნიშვნელოვანია ნიღბის სწორად ტარება, რომელიც სახესა და ცხვირს უნდა ფარავდეს. მისივე თქმით საზოგადოება უნდა მოერიდოს დაუბანელი ხელების თვალში, პირში მოსმას, რადგან შესაძლოა, დაინიფიცირებული ზედაპირიდან ვირუსი ორგანიზმში გავრცელდეს.
სპეციალისტის განმარტებით, ე.წ. რისკ ჯგუფებში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და პირები, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.