მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა კოროვირუსით დაინფიცირდეს - ამის შესახებ Bloomberg-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე იტყობინება, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას აკვირდება. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით შესაძლებელია, თუმცა იქამდე, სანამ ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში უკვე გავრცელდა.
ლონჯინის თქმით, მისი შეხედულები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისთვის თვალყურის დევნება რთულია იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.