ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადამონ გაბრეისუსი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მხოლოდ იზოლაცია საკმარისი არ არის.
„მხოლოდ კონტაქტში მყოფების მიდევნება საკმარისი არ არის, არც კარანტინი, ან სოციალურად დისტანცირება. ყველაფერი ერთად უნდა გაკეთდეს. იპოვეთ, იზოლაციაში მოათავსეთ, ტესტი აუღეთ და უმკურნალეთ ყველას იმისთვის, რომ გადადების ჯაჭვი გაწყდეს. ნება არ მისცეთ ამ ცეცხლს, რომ დაგვწვას“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.