ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გვინეაში ებოლას მეორე ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. „მაქვს პატივი განვაცხადო, რომ გვინეაში ებოლა დასრულდა“, - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა ალფრედ კი-ზებრომ. ჯანმო– ს ინფორმაციით, ბოლო ეპიდაფეთქებისას ქვეყანაში 16 შემთხვევა დადასტურდა და შვიდი სავარაუდო იყო, ფატალურად კი 12 შემთხვევა დასრულდა. გვინეამ ებოლას მეორე ეპიდემიის თაობაზე ოფიციალურად 14 თებერვალს განაცხადა, ეს მას შემდეგ, მოხდა, რაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამჯერად ქვეყანამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და ჯანომ-ს დახმარებით ვაქცინაციაც დაიწყო. 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლას ეპიდემიისას 11 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც გვინეაში დაიწყო.