ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა. ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს განმარტებით, ქვეყნებს დამატებითი ზომების მიღება შეუძლიათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა აცნობონ და დაუსაბუთონ მიღებული ზომების საჭიროება.
ამ წუთებში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით ღონისძიება იმართება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ 40-მდე ელჩს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ.