ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარ ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას კორონავირუსის გავრცელების პირობებშიც გაუფრთხილდნენ.
ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს შეინარჩუნონ ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ჩვევები ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს.
„ამ რთულ პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ მოუფრთხილდეთ თქვენს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას. ეს არა მარტო გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ, არამედ დაგეხმარებათ კორონავირუსთან ბრძოლაში, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ დაინფიცირდებით“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, თუ კონკრეტულ ქვეყანაში ადგილობრივი მთავრობის მითითებები საშუალებას იძლევა მოსახლეობამ სასურველია ისეირნოს.