მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიერ ბოლო დროს მოწოდებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ეპიდემიის შეფასების თვალსაზრისით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა.
"მონაცემები შემთხვევების შემცირებაზე მეტყველებს, თუმცა ამ ტენდენციის შესახებ ძალიან ფრთხილი მსჯელობაა საჭირო, ვინაიდან ტენდენციები, შესაძლოა, შეიცვალოს. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ კლება შენარჩუნდება. ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება", - განაცხადა ტედროს ადან გაბრეისუსმა.
გაბრეისუსმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია დაინფიცირებული.