მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუჯემ ევროპაში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, გარკვეულ ქვეყნებში ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, თუმცა აღნიშნული ქვეყნები კარანტინის მოხსნის საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. მისივე თქმით, დადებითი დინამიკა შეინიშნება ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია და დანია.
"მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, დაახლოებით ინფიცირებულების 40%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, ხოლო 5%-ს ინტენსიური მკურნალობის განყოფილებები ესაჭიროება. გარდაცვლილების ორი მესამედი მამაკაცია. მათი 95% 60 წელს აღემატება. უმეტესობას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და თირკმლის პრობლემები", - აღნიშნა კლუჯემ.