ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აღენიშნებათ - Palitra News

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აღენიშნებათ

2020-04-25 19:26:22+04:00

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აღენიშნებათ- ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიაზიის თქმით, ისინი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს აკვირდებიან და მიიჩნევენ, რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ პაციენტები განმეორებით დაიფიცირებისგან დაცულები არ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის განცხადაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდი კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების საშუალებით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ შეუძლებელია. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 850 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსს 200 000-მდე ადამიანი ემსხვეპრლა.