საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ „მინისტრის საათის“ ფორმატში პირველს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.
თალაკვაძემ განმარტა, თუ რატომ ვერ მოუსმინეს მინისტრს საშემოდგომო სესიაზე და განაცხადა, რომ ეკა ტიკარაძე მზად არის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. მისი თქმით ეკა ტიკარაძე 2019 წელსაც მზად იყო დეპუტატების კითხვებისთვის ეპასუხა თუმცა იქიდან გამოდმინარე რომ სესია იხურებოდა მისი მოსმენა ვერ მოხერხდა.ტიკარაძე სხდომაზე 4 თებერვალს გამოვა. არჩილ თალაკვაძის თქმიT, ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო სექტორია, როგორც საბიუჯეტო, ასევე ოპერირების და მართვის თვალსაზრისით.