ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, კორონავირუსის დადასტურების შესახებ პაციენტის შესახებ ეცნობება 112-ს. „112“, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, ზარს ამისამართებს განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში. ონლაინ - კლინიკის ექიმის მიერ სატელეფონო კონსულტაციით ხორციელდება ანამნეზის შეკრება და გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების ან კლინიკაში გადაყვანის შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, ბინაზე დატოვება არ არის რეკომენდებული: პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება პედიატრიული ასაკის პოპულაციისთვის და ხანდაზმულებისთვის.