ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თვითნებურად ჩატარებული ტესტირება არ არის მაღალი შედეგის მომცემი, რაც იწვევს გადატვირთვას სისტემაში - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თვითნებურად ჩატარებული ტესტირება არ არის მაღალი შედეგის მომცემი, რაც იწვევს გადატვირთვას სისტემაში

2020-11-03 16:10:07+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში.

ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში, არანაირი რიგები არ იქნება. მისივე ინფორმაციით დღეს 30 ლაბორატორია მუშაობს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა იმ მოცულობას და გამტარობას, რომელიც საქართველოსთვის დღეს საჭიროა.