ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ პრეტენზიები არაკორექტულია. მისი თქმიტ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს 2-3 საატამდე დაყოვნება აქვთ რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია. ჯანდაცვის მინისტრი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კოვიდპაციენტებისგან სასუნთქ აპარატს ხსნიან და სხვა პაციენტებს უმაგრებენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში სასუნთქ აპარატებზე დეფიციტი არ არსებობს.