ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება

2020-03-12 12:04:01+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მის თანაშემწეს, პრევენციის მიზნით, კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, რომელიც უაყოფითი იყო თუმცა მინისტრის თანაშემწე სამსახურში უკვე ერთი კვირაა აღარ დადის და თვითიზოლაციაშია.