ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, 10 იანვრის შემდეგ შესაძლოა, კვლავ იყოს შემთხვევების მატება. მისივე თქმით, შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით დასკვნა 15 იანვრის შემდეგ გაკეთდება. როგორც მან აღნიშნა, ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი არის 11% და როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და უფრო მეტი ადამიანის დაინფიცირება არის მოსალოდნელი. გაბუნიას თქმით ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს დამშვიდების საფუძველი რადგან ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა.