საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მინისტრის მოადგილის რანგში, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე მემუშავა. მჯერა, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ვრჩები, თქვენს ერთგულ გულშემატკივრად და თქვენი პოზიციების დამცველად, რათა დაბრუნებამდე თითოეულმა თქვენგანმა შეძლოს ღირსეული ცხოვრება", - წერს გრიგოლ გიორგაძე სოციალურ ქსელში.