ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემოტანის პრევენციისთვის ყველაფერი კეთდება - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემოტანის პრევენციისთვის ყველაფერი კეთდება

2020-02-05 16:04:47+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს კორონავირუსის შემოტანის პრევენცია. როგორც მინისტრმა "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.