ვაქცინა ნამდვილად იცავს - ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კამპანიას ამუშავებს და მას მომდევნო თვიდან დაიწყებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრი განმარტავს, ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა.
ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმნდეგო ვაქცინის მე=4 დოზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ იმუნიზაციის საბჭო მეოთხე დოზის რეკომენდაციას გასცემს, შესაბამისად, მას ჯანდაცვის უწყება განიხილავს და საბოლოო პასუხზე შეჯერდებიან.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გააჟღერებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმედოვნებენ, რომ იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მალე გაიმართება, სადაც განისაზღვრება, თუ ვინ რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის მეოთხე დოზა.