ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს და სპეციალურ რგოლებს დაამზადებს, რომლითაც მოსახლეობას სახლის პირობებში მკურნალობის წესებს გააცნობს.
მისივე განმარტებით, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ სეზონურ გრიპად გადაიქცევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სახლის პირობებში იმკურნალონ, მათ ჰქონდეთ სწორი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სახლის პირობებში.