ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად.
მინისტრის განმარტებით, პირველი სცენარი გულისხმობს ინფიცირებულ პაციენტთა სიმცირეს, მეორე სცენარი რამდენიმე ასეულ პაციენტს, ხოლო ბოლო სცენარში დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი განიხილება.
როგორც მინისტრი ამბობს მართვა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, ინფრასტრუქტურა და საექიმო პერსონალი მომზადებულია. ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე არსებობს საფუძველი მშვიდად ყოფნის თუმცა არა მოდუნების.