ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკრაძის განცხადებით, მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.