საქართველო ფაიზერის მილიონ დოზას ელოდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს არსებობს ზუსტი ინფორმაცია რომ ფაიზერი ვაქცინის მილიონ დოზას გამოაგზავნის.
როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა ქვეყანა ივნისში „სინოფარმის" 250 ათას დამატებით დოზასაც მიიღებს. 30 აპრილისთვის კი საქართველოში ასტრაზენეკას 43 ათასი დოზა შემოვა.