სოციალურად დაუცველს დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, ეს ხელს შეუწყობს სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის. უკვე ცნობილია რომ შესაბამისი დადგენილება უმოკლეს ვადაში შემუშავდება.