იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ პირბადეს და სოციალურ დისტანცირებას ნაკლებად იცავენ, საკმაოდ მაღალი რისკია იმის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია, რომელიც ნებაყოფლობითია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში გაიზარდა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი, რის გამოც „ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”.
ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებში აცრილთა დღიური რაოდენობა თანდათან იზრდება . ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი იმედოვნებს, რომ საქართველოშიც ასე მოხდება და ქვეყანას საშუალება ექნება, აპრილში 120-150 ათასი ადამიანი აიცრას.