ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი დროულად გამოვლინდა, რის გამოც ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისი განმარტებით, კოორდინებული მუშაობა კვლავ გრძელდება. მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმარისი ადგილებია, რათა მოხდეს იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასევე, მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გუშინ ღამით კარანტინში მოათავსეს 13 პაციენტი, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები კორონავირუსით.